შინაარსზე გადასვლა

ჩეტა შევალიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეტა შევალიე
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1901
სლიმა, მალტა
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 1973 (72 წლის)
მალტა
ეროვნება ბრიტანელი

ჰენრიეტა ჩეტა შევალიე (დ. 2 აპრილი, 1901 — გ. 9 ივლისი, 1973) — მალტელი ქალი ბრიტანული ეროვნებით, რომელიც ცხოვრობდა რომში. ის იყო კრიტიკული კვანძი ირლანდიელი კათოლიკე მღვდლის, ჰიუ ო’ფლაერტის, ანტიფაშისტურ ქსელში („გაქცევა რომიდან“), რომელიც მოქმედებდა ვატიკანში მეორე მსოფლიო ომის დროს. ჰენრიეტას ბინა, რომელიც მდებარეობდა რომში, მესამე სართულზე, გამოიყენებოდა როგორც მარაგების საცავი და ევროპაში არსებული ფაშისტური რეჟიმებისგან გაქცეული ადამიანების დასაბინავებლად. ჩეტა შევალიე ორგანიზაციაში საქმიანობისას ცნობილი იყო, როგორც „ქალბატონი M.“ მისი ფსევდონიმის წარმოშობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. არსებობს ორი ვარაუდი. პირველი ვერსიით, ეს მინიშნება ასახავს მის მშობლიურ კუნძულ მალტას. ხოლო, მეორე ვერსიით, დედის ქალიშვილობის გვარს. ვარაუდები სხვა ფაქტორების შესახებ უცნობია.

ჩეტა შევალიე დაიბადა 1901 წლის 2 აპრილს ემანუელ სკერის და მისი მეუღლის, მარიას, ოჯახში, სლიმა, მალტა. მისი დაბადების სახელი იყო ჰენრიეტა სკერი. 1920 წლის 15 მაისს იგი დაქორწინდა თომას შევალიეზე სლიმაში, ღვთისმშობლის წმინდა გულის სამრევლო ეკლესიაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, წყვილი საცხოვრებლად გადავიდა რომში, სადაც ბატონი შევალიე მუშაობდა აგენტად ბრიტანულ ტურისტულ კომპანიაში Thomas Cook & Sons. იქ მათ შეეძინათ ექვსი შვილი. 1939 წელს ქმრის გარდაცვალებისა და ერთ-ერთი ვაჟის დაპატიმრების შემდეგ, ბრიტანელი ქვრივი ჩარჩა მუსოლინის ფაშისტურ სახელმწიფოში. ის პასუხისმგებელი იყო შვილებისა და მოხუცი დედის კეთილდღეობაზე, რის გამოც მან გააგრძელა მეუღლის საქმიანობა და დასაქმდა შევალიე ო'ფლაერტის ქსელში. მან არსებითად მისცა ო'ფლაერტს კარტ ბლანში, რათა გამოეყენებინა თავისი ბინა, როგორც საწყობი და თავშესაფარი ფაშიზმისგან გაქცეული ადამიანებისთვის. ოჯახს მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო, შევალიეს ქალიშვილი ჯემას, რომელიც გამუდმებით იმალებოდა და ჰიტლერის დაზვერვის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მიუხედავად არსებული წნეხისა, შევალიე და მისი ოჯახი განაგრძობდნენ ფარულ საქმიანობას სიცოცხლის მუდმივი რისკის ქვეშ, სანამ ო'ფლაერტის ქსელის ევაკუაცია არ მოხდა ქალაქის გარეუბანში არსებულ ერთ-ერთ ფერმაში, სადაც ისინი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე იმალებოდნენ. [1] [2] [3] [4]

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, შევალიე დაბრუნდა კუნძულ მალტაზე და იმავე წელს დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის მედლით (BEM) გაჭირვებულთათვის თავშესაფრის შეთავაზებისას განსაკუთრებული ძალისხმევისთვის. ომის დროს ის დაეხმარა 4000 ადამიანს. [5] [1] [4]

შევალიე გარდაიცვალა მშობლიურ მალტაზე 1973 წლის 9 ივლისს და დაკრძალულია სანტა მარია ადლორატას სასაფლაოზე. მალტის საავიაციო მუზეუმში მის პატივსაცემად გაშენდა მემორიალური ბაღი, რომელიც გაიხსნა 2012 წლის 24 ნოემბერს [6] [1] [2] [4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Debono, Charles. (2014-02-09) Maltese escape committees and the Dodecanese setback. ციტირების თარიღი: 2019-10-18
  2. 2.0 2.1 Henrietta Chetta Chevalier B.E.M. - Spy, Nurse, Housewife - A Tribute (2018-10-08). ციტირების თარიღი: 2019-10-18
  3. Goldstein, Norm. (2019-07-26) Vatican Intrigue: Priest Outwits Nazis. ციტირების თარიღი: 2019-10-18
  4. 4.0 4.1 4.2 Dalmas, Maria Rossella. (2012-06-12) An unsung hero of wartime. ციტირების თარიღი: 2019-10-18
  5. Malta Independent 3 Feb 2013
  6. Malta Aviation Museum: Henrietta Chevalier Memorial Garden